"წერილი დაძაბულობის ფონზე დაიწერა და თუ ახლა მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე, მისი გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს"
16-10-2019
"წერილი დაძაბულობის ფონზე დაიწერა და თუ ახლა მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე, მისი გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს"
თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე, წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს, მაგრამ თუ დადგება გასაჯაროების საჭიროება, ამაზე თავს არ შევიკავებთ, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას იმ წერილის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რომელიც კონსორციუმმა მთავრობას 10 ოქტომბერს გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, წერილის გასაჯაროება არ იგეგმება.

"გუშინდელი განცხადება, რაც გავაკეთე, იყო მანამ, სანამ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს მინდა, ასეთი
პოზიცია დავაფიქსირო: ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და ასე ვთქვათ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს", - განაცხადა ახვლედიანმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"
გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულება აქვს როგორც კონსორციუმს, ასევე - მთავრობას.

"ორივე მხარე კონფიდენციალობით ვართ შეზღუდული და ეს არ არის ის, რომ ჩვენ მთავრობას მოვახვიეთ კონფიდენციალურობა, ასეთი რამე არ ხდება. არსებობს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში არის კონკრეტული კონფიდენციალურობის მუხლი. ამიტომ, როგორც ვიცი, აქ არის საჭირო იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ უნდა მოგვცეს წერილობით, რომ ისინი თანახმა არიან გასაჯაროებაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ გადავდივართ დიალოგზე, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესს, ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებთ და დაველოდებით მოვლენებს. თუ დადგება აუცილებლობა, ეს გასაჯაროვდეს, ამაზე ჩვენ თავს არ შევიკავებთ", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" 10 ოქტომბერს მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც, როგორც კონსორციუმში აღნიშნავენ, პროექტის წინ წაწევის გეგმაზეა საუბარი, თუმცა თავის მხრივ ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ წერილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვებს არ მოიცავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?