"სირცხვილია მამუკა ხაზარაძის განცხადებები და მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ..."
"სირცხვილია მამუკა ხაზარაძის განცხადებები და მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ..."
სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს.

"ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება - დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ.
ეს არის რეალობა. რაც შეეხება "პროგრეს ბანკს", ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა "პროგრეს ბანკში" განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, "ქართუ" და "პროგრეს ბანკი", რომელსაც დაუწყეს
ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით კანონის წინააღმდეგ. დაიწყეს გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, "თიბისი ბანკის" მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან "პროგრეს ბანკს" კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ერთ-ერთ მეწილეს, ილია გავრილოვს, როგორც კალაძე აცხადებს, არანაირი კითხვის ნიშნები მის წარსულ საქმიანობას არ გაუჩენია.

ამასთან, კალაძის განცხადებით, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა.

"განცხადებებს, რასაც ვისმენთ ხაზარაძის მხრიდან, ისიც საოცრებაა. ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა",- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე კითხვას სვამს, "თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ როგორ შეიძინა?"

"არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია",- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით, კალაძე პასუხობს, რომ "არა".


ჰოპლა
16 ოქტომბერი 2019 17:29
მოკლედ,კალაძეს მართლა შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი.
?????
16 ოქტომბერი 2019 17:04
დაგაჭიჭკა? რატომ იწყევლები ქალივით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?