"დავით გარეჯის საკითხთზე, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს"
"დავით გარეჯის საკითხთზე, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს"
დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს. ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება აუცილებლად უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, დელიკატურობისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვას.

მისივე თქმით, სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში მეორე შეხვედრა საქართველოში გაიმართება.

"ეს თემა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული. აქტიურად ვმუშაობთ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. უახლოესი შეხვედრა საქართველოში გაიმართება, ეს იქნება კომიისის მეორე შეხვედრა ბაქოს შეხვედრის შემდეგ. შუაში გვქონ
და ექსპერტების შეხვედრა ადგილზე და ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ყველა ეს საკითხი იქნება გავლილი სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე ამ დროისთვის იყო და არის, ესაა დაბრუნება იმ სტატუს-კვოზე,
რომელიც არსებობდა გარეჯის მონაკვეთის დახურვამდე და პირველი პოზიტიური შედეგი, რომელიც მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აზერბაიჯანის პრემიერთან, ვფიქრობ, სახეზეა," - განაცხადა ზალკანიანმა.

მისივე თქმით, მისი უწყება, მისი მოადგილე მზადაა დახურულ ფორმატში პარლამენტში ამ საკითხზე ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა