"კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია" - რას აცხადებს გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის შეცვლაზე
"კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია" - რას აცხადებს გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის შეცვლაზე
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მეცინება
18 ოქტომბერი 2019 21:42
მერე ბიძინას აწყობს ძლიერი მინისტრი?

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა