"არ მოვითხოვ ამ დოკუმენტს განათლების ცენტრიდან, ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა" - კვირის პალიტრა

"არ მოვითხოვ ამ დოკუმენტს განათლების ცენტრიდან, ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა"

საზოგადოებაში ჩემს დიპლომთან დაკავშირებით კითხვები არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ გენრალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს მის დიპლომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. გენერალური პროკურორის განმარტებით,ის არ მოითხოვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

"მე, არ მოვითხოვ ამ დოკუმენტს განათლების ცენტრიდან იმიტომ, რომ, ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, არ ჰქონია, არ აქვს. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს. შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ", - განაცხადა თადუმაძემ.

"ინტერპრესნიუსი"