"არანაირი დაგეგმილი „რეიდი“ რესტორანი იქნება ბარი თუ სხვა ტერიტორია, არ განხორციელებულა" - კვირის პალიტრა

"არანაირი დაგეგმილი „რეიდი“ რესტორანი იქნება ბარი თუ სხვა ტერიტორია, არ განხორციელებულა"

"არანაირი დაგეგმილი "რეიდი“ საპატრულო და კრიმინალური პოლიციით ამა თუ იმ ტერიტორიაზე არ განხორციელებულა და არ ყოფილა“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ემსახურება ქართული პოლიციის მხრიდან ბოლოდროინდელი "რეიდები“ ღამის კლუბებთან და ბარებთან.

"ამას ალბათ, თქვენ არქმევთ "რეიდებს“, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საპატრულო პოლიცია თავის ფუნქცია-მოვალეობას ასრულებს, კრიმინალური პოლიცია - თავის ფუნქცია-მოვალეობას. ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ, არანაირი დაგეგმილი რაღაც "რეიდი“ ამ ჯგუფებით, ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რესტორანი იქნება ეს ბარი თუ სხვა ტერიტორია, არ განხორციელებულა და არ ყოფილა“, - განაცხადა გომელაურმა.