"მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? - გომელაური რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებზე - კვირის პალიტრა

"მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? - გომელაური რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებზე

მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული ის უმკაცრესად დაისაჯა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებული პოლიციელების შესახებ და იმაზე, თუ რატომ რჩებიან თანამდებობაზე მათი ხელმძღვანელი პირები.

"მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ყველა ხელმძღვანელები ვართ, ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, ის დაისაჯა უმკაცრესად. ხელმძღვანელი, ვთქვათ იგივე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატომ უნდა გადადგეს? შეიძლება დეპარტამენტში იყოს 500-600 ადამიანი“. რიგითმა რაღაც დააშავა, რატომ უნდა გადადგეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი? პირიქით, უნდა დასაჯო, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო და პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გომელაურმა.