"პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს გახარიასგან, რომ არც ერთი ადამიანი არ შეუშვან ატოცში, რათა რუსებს არ შეექმნათ დისკომფორტი" - კვირის პალიტრა

"პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს გახარიასგან, რომ არც ერთი ადამიანი არ შეუშვან ატოცში, რათა რუსებს არ შეექმნათ დისკომფორტი"

ატოცში არ გვიშვებენ, ელოდებიან, როდის დაასრულებენ რუსები მშვიდ ვითარებაში ჩვენი ტერიტორიების შემოღობვას და მიტაცებას. ამის შემდეგ, ალბათ, შეგვიშვებენ ყველას და გვეტყვიან, შევაფასოთ მათი ნახელავი - კარგად ღობავენ თუ არა, - ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ჩალაგაშვილის თქმით, პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასგან "რათა რუსებს დისკომფორტი არ შეექმნათ"

"გუშინდელი დღის შემდეგ ველოდებით პრესცენტრის პასუხს, შეგვიშვებენ თუ არა ატოცის ტერიტორიაზე. არ გვიშვებენ, ელოდებიან როდის დაასრულებენ რუსები მშვიდ ვითარებაში ჩვენი ტერიტორიების შემოღობვას და მიტაცებას. ამის შემდეგ, ალბათ, შეგვიშვებენ ყველას ხვალ-ზეგ და გვეტყვიან, შევაფასოთ მათი ნახელავი აქვთ - კარგად ღობავენ თუ არა. პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს გახარიასგან, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა შევიდეს შიგნით, რათა რუსებს არ შეექმნათ დისკომფორტი. თუ ვიქნებით ძალიან ბევრნი, თუ ყველა ჩამოვალთ აქ, დამერწმუნეთ, რომ პოლიციელები ვეღარაფერს ვეღარ გახდებიან და ვერც რუსები ვეღარ წაიღებენ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი დაიხურავენ ქუდს, საქართველოს მოსახლეობას მოუხდიან ბოდიშს, წავლენ სახლებში და საქართველოს მიხედავენ ის ადამიანები, პატრიოტები, რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა

"ინტერპრესნიუსი"