"არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები?" - რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა"
"არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები?" - რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა"
"ლელოს" ადვოკატები პროკურატურას­ "მუქარის წერილის" დედანს გადასცემენ. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა - ხაზარაძეს სთხოვდნენ, "TV პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, ტელეკომპანია "არტარეას" ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა, ხოლო თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც "ნაცმოძრაობას" გააკრიტიკებდა.

ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას გადასცა. პროკურატურის განცხადებით, მან ფარატინა ფურცელი წარადგინა და ამიტომაც გამოძიება არ დაუწყიათ.
თავის მხრივ,
რამდენიმე დღის წინ ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის მრავალმხრივი ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნა, ასევე წერილის დედანი, უკვე თბილისშია. შედეგი მოცემულია დასკვნაში, რომელიც ოფიციალურმა ბიურომ შეადგინა. რა ტიპის ანალიზი შეიძლება ჩაეტარებინათ წერილისთვის ლონდონის ბიუროში და რა შეიძლება­ გვითხრას დასკვნამ, ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი­
ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: .

- ჩვენ ქაღალდიდან თითის ანაბეჭდს ვერ ვიღებთ, მაგრამ მე მინახავს, როგორ კეთდება ეს ამერიკაში. თითის ანაბეჭდის გარდა, შესაძლებელია ფურცლიდან დე-ენ-ემის ნიმუშის ამოღებაც. იმისთვის, რომ დოკუმე­ნტზე დე-ენ-ემი გადავიდეს, შეხებაც კი საკმარისია, თუმცა ძნელია თქმა, რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ბიოლოგიური მასალა.

- წერილი ხელნაწერი არ არის. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მასზე ავტორის ანაბეჭდი?

- დიახ, პრინტერზე ამობეჭდი­ლი დოკუმენტია. მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილზე 120 ანაბეჭდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 120 კაცის ანაბეჭდია. ეს არის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი 120 ნიმუში. შესაძლოა წერილს ერთმა, ორმა ან სამმა კაცმა რამდენჯერმე მოჰკიდა ხელი. ლონდონის ბიურომ ანაბეჭდების არსებობა დაადასტურა. ახლა ხაზარაძე ითხოვს, შეადარონ ბაზაში არსე­ბულ თითის ანაბეჭდებს, დღევანდელი ბაზა კი სრულყოფილი არ არის. კი ბატონო, ინახება იმ პირთა­ ანაბეჭდები, ვინც თანამდებობაზე ინიშნებიან, ან ვინც მსჯავრდადებულია, პრობაციონერი, მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები. გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თუ ბაზაში ვერ მოიძებნა, გამოძიება ვალდებულია, გახარიას პირადად აუღოს თითის ანაბეჭდი და დაადასტუროს ან გამორიცხოს მისი არსებობა. ჩვენს საგამოძიებო ორგანოებში ექსპერტიზა "მკვდარზე ვენოკივით" არის. ამიტომ მამუკა სწორად მოიქცა, როდესაც წერილი ლონდონში წაიღო

lia
21 ოქტომბერი 2019 13:00
მუქარის წერილმა შეიძლება გითხრათ რაიმე , მაგალითად, აღმოჩნდეს ჩემი თითის ანაბეჭდი, თუ მე პირადად ავკრიფე ტექსტი, ანდა: თუ ეს ფურცელი აიღეთ ჩემი მაგიდიდან, ჩემი თანამშრომლის მეშვეობით -1. წამაკითხეთ ეს წერილი - 2, ცარიელი ფურცელი მომაწოდეთ სადმე და შევეხე -3. ანალოგიურად, რომელიმე სხვა პირის, მით უფრო, ხელმოუწერელიაო, არა? ასევე შეიძლება ამოიბეჭდოს ჩემს პრინტერზე, ხელი უამრავ თანამშრომელს მიუწვდება და ამიტომ.
tngh
21 ოქტომბერი 2019 12:02
გამორიცხულია, რო გ. გახარიას ანაბეჭდი ევროსაბჭოს საერთაშორისო რეესტრში არ იყოს რეგისტრირებული. ადვოკატების დასკვნები კი, გათვლილია საქმის გაწელვაზე, რომ გადაიფაროს "გამქრალი" 17 000 000$-ის საქმე.
????????
21 ოქტომბერი 2019 11:46
120 კაცი? ხელნაწერი ბაზარში იყო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები