"რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?"
"რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?"
საქართველოს დავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო არის დაკავებული,  ქვეაყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით: სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს; ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს; უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა. ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი "რუგზაკით” დავდიოდი
ლექციებზე "ყველაფრის ნამინისტრალი" ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?
მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული - ილფისა და პეტროვის "თორმეტი სკამი", ისიც იმიტომ,
რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


???
25 ოქტომბერი 2019 02:06
წიგნებით გამოტენილი რუგზაკის თრევით რას იკლავდი თავს, აკაკი არ გქონდა წაკითხული რომ გცოდნოდა "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა".

რუბრიკის სხვა სიახლეები
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები