"ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ პარლამენტის შენობაში შემოვიდოდი"
"ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ პარლამენტის შენობაში შემოვიდოდი"
ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ პარლამენტის შენობაში შემოვიდოდი, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა მედიას პარლამენტში განუცხადა. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვლას ცდილობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მისი განცხადებით, ამ წუთებში პასუხს ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი მისი სხდომაზე დასწრების თაობაზე.

"ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერშიპი ხშირად იქადნის ხოლმე, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა ეს პროცესი. ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე,
ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, მომცენ შესაძლებლობა და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დავუსვა”,- განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, მან მიქაუტაძეს, როგორც "ადამიანმა ადამიანს, აპატია უკანონო განაჩენი” ,
თუმცა, როგორც მოსამართლეს, ვერ აპატიებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა