"მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს" - ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ბერაიას სიტყვიერად დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

"მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს" - ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ბერაიას სიტყვიერად დაუპირისპირდა

მაგ სიტყვების გამო, რა დაგემართება განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას მიმართა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები იმ საკითხზე კამათობდნენ, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება.

ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა სწორედ მისი სირცხვილია.

"აქ რომ ეს ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს," - მიმართა გოგოჩაიშვილმა, რასაც ირაკლი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა. თავის მხრივ ბერაიამ მას წესიერად ლაპარაკისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მას არაფრის რცხვენია.

გოგიჩაიშვილმა ბერაიას ჩირგვებში დამალული ადამიანი უწოდა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა მას უცენზუროდ მიმართა.

"მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს,"- მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.

მოგვიანებით, ბერაიამ მედიასთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ არ იცის, რამ გააღიზიანა ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან მან მხოლოდ ის მოითხოვა, რომ "ეს პროცესი ცირკისთვის არ დაემსგავსებინათ."

"ინტერპრესნიუსი"