სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ესწრება - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ესწრება

სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის,  მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას ესწრება. პრეზიდენტმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ფოტო გაასაჯაროვა.

იაპონიის ახალი იმპერატორის ვინაობა მაისში გახდა ცნობილი, როცა ტახტიდან გადადგა 85 წლის იმპერატორი და ტახტი შვილს, ნარუჰიტოს დაუთმო.