"რუსეთის ვიზების გაუქმების საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის ივნისის მოვლენებამდე განიხილებოდა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ვიზების გაუქმების საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის ივნისის მოვლენებამდე განიხილებოდა"

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა, ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება. ამის შესახებ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება რუსეთის ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს საკითხი ნამდვილად მუშავდებოდა ივნისის მოვლენებამდე.

რუდენკოს თქმით, "შეზღუდვები რუსეთის მიერ დაწესდა უხეში ანტირუსული პრვოკაციის საპასუხოდ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში თბილისში მოხდა".

"ინტერპრესნიუსი"