იგეგმება თუ არა გახარიასა და პუტინს შორის შეხვედრა? - რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

იგეგმება თუ არა გახარიასა და პუტინს შორის შეხვედრა? - რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება.

როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო შეხვედრაზე ნიუ- იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.

"მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი", -აღნიშნა ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"