ლუკ კოფის წინადადება: "აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს" - კვირის პალიტრა

ლუკ კოფის წინადადება: "აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს"

Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს პოსტს, რომელშიც გამოთქვამს მოსაზრებას ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში გაგზავნის შესაძლებლობაზე.

"წინადადება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს. ეს იქნება "ჰორიზონტს გადაღმა" ძალა, რომელსაც შეეძლება "ისლამურ სახელმწიფოს" სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი", - წერს კოფი Twitter-ზე. წყარო