"პირადად შევხვდები მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით" - როდის დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას მამუკა ხაზარაძე - კვირის პალიტრა

"პირადად შევხვდები მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით" - როდის დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებთ, პოლიტიკური პარტია "ლელო" 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი "თბილისი ცენტრალში" იქნება.

როგორც ხაზარაძემ დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება.

"პარტია "ლელო" დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამწფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვყანას გამარჯვებისკენ.

ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან," -აღნიშნა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ დღეს "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა.

"ლელოს" წევრები არიან:

ლევან ასლანიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში

ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი

კახა ჯუღელი - ინჟინერი

ნინი შათირიშვილი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი

თამაზ სეფიაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი

ხათუნა ბერიშვილი - ლობჟანიძე - დიასახლისი

ბექა ყულოშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი

გიორგი მკრტიჩიანი - კომუნიკაციების სპეციალისტი

დათო მესხი - ბუღალტერი

დავით დარბაიძე - ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი

ნატალია დევდარიანი - უცხო ენების სპეციალისტი

თათია ჯიმშიტაშვილი - სამართალმცოდნე

"ინტერპრესნიუსი"