"ანა დოლიძის ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში" - კვირის პალიტრა

"ანა დოლიძის ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში"

უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა, ასეთი უაღესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ხოლო იუსტიციის საბჭოს მიერ მოქმედი პრეზიდენტისთვის დოლიძის გავწვევასთან დაკავშირებული მიმართვა უკომენტაროდ დატოვა.

"იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე ნამდვილად შემიძლია ბევრი ვისაუბრო. მე ამაყი ვარ იმ როლით, რომელსაც ანა დოლიძე ყოველდღიურად ასრულებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. უაღერსად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი უაღრესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში. მისი ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრია.

"ინტერპრესნიუსი"