"ეს არის პოლიტიკური დევნა" - ანა დოლიძის პირველი კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"ეს არის პოლიტიკური დევნა" - ანა დოლიძის პირველი კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე

ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ანა დოლიძე აცხადებს, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს", განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, "ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც".

"ინტერპრესნიუსი"