რა ბედი ეწევათ თურქეთის ციხეებში გამომწყვდეულ "დაეშის" მხარდამჭერებს და რატომ მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირეებმა თურქეთი მარტო დატოვეს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ქალბატონო ფატმა, მიღწეულია შეთანხმება ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 9 ოქტომბრიდან ატარებს. ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ქვეყნის უარყოფითი შეფასება, მეტიც, საფრანგეთის "ნაციონალური ერთობის"
- ომს არავინ განიხილავს როგორც სასურველ საშუალებას, რადგან იქ იბრძვიან
ასევე დაგაინტერესებთ
წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭე-ბდით უპირატესობას, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ველაპარაკებით მოკავშირეებს, მაგრამ თუ მათ არა აქვთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ. მე თუ მკითხავთ, ლეპენისა და მაკრონის პოზიციების თანხვედრა ბევრ რამეზე მეტყველებს. ნატოს თემაზე საუბრისას მინდა შევახსენო მათ - რამდენიმე წლის წინ საფრანგეთი გამოვიდა ნატოს სამხედრო დანაყოფიდან და უკან თურქეთის ძალისხმევით მიიღეს... ჩვენ ნატოს მივიჩნევთ როგორც სამხედრო-პოლიტიკურ არეალს, რომელიც მოკავშირეებს აერთიანებს. 2012 წელს სირიამ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარდა ამისა, თურქეთი მიზანში ამოიღო ორმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) და "დაეშმა" ("ისლამური ხალიფატი"). ნატოს უნდა დაეცვა თურქეთი, მაგრამ...
თურქეთმა როგორც ნატოს, ისე საერთაშორისო კოალიციის წევრმა, დიდი წვლილი შეიტანა "დაეშთან" ბრძოლაში.
წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
Isini visac mshvidoba unda ase ar iqcevian.