"არ არსებობს ასეთი რამ - ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა!" - როგორ აფასებს თურქეთის ელჩი განცხადებას, თითქოს თურქეთმა ბათუმი უნდა "წაიღოს" - კვირის პალიტრა

"არ არსებობს ასეთი რამ - ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა!" - როგორ აფასებს თურქეთის ელჩი განცხადებას, თითქოს თურქეთმა ბათუმი უნდა "წაიღოს"

ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, თურქეთი ბათუმის მიერთებას გეგმავსო. აღნიშნულის შესახებ მკაცრი განცხადება გააკეთა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა და ზემოხსენებული ინფორმაცია უარყო. ვის უნდა აძლევდეს ხელს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მავანი მუდმივად ცდილობს ქართულ-თურქულ ურთიერთობაში შუღლის გაღვივებას. აპელირება ხდება ყარსის ხელშეკრულებაზე, თითქოს ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი და თურქეთი მას ადრე თუ გვიან საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს... - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ამ საკითხზე თურქეთს აქვს ძალიან ნათელი პოზიცია. არ არსებობს ასეთი რამ - ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა! თურქეთი და საქართველო კარგი მეზობ-ლები არიან, რომლებმაც აღიარეს და მონიშნეს ერთმანეთის საზღვრები, პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. სირიის ოპერაციის დაწყების შემდეგ ამ საკითხზე სოციალურ მედიაში ყალბი მისამართებიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ეს მაშინვე განვაცხადეთ - ისინი, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეწინააღმდეგებიან თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ამის უფლებას მათ არ მივცემთ!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად