I ll be back - პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს - კვირის პალიტრა

I ll be back - პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი დაჰაკეს. ვებგვერდზე შესვლისას, ჩნდებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო,  წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები)

საიტის ჰაკერული შეტევიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი გაითიშა.

როგორც ცნობილია, ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი საქართველოს სასამართლოების ვებგვერდი და ადგილობრივი თვითმმართველობების საიტებიც გახდა.