"მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო"
"მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო"
მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესლიამ, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადება არ არის გასაუბრალოებელი.

"საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს,
ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ჩემთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფრმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა", -განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თავად პატრიარქი რას გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ფორმატში იმსჯელებს.

"ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ვერ დარჩება ღია, რადგან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქისთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.


გიორგი
29 ოქტომბერი 2019 13:39
ვერ დავიჯერებ რომ ვინმეს სამწუხაროდ უკვე დასუსტებული პატრიარქის ან მოკვლა ან გადაყენება ჰქონდეს განზრახული. მითუმეტეს რომ პატრიარს დასახელებული ყავს მოსაყდრე რომელიც შეუპოვარი ადამიანია და რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ
ლია
29 ოქტომბერი 2019 12:21
მოძღვარი შესაძლოა იყო, მაგრამ ჯერ ამ ამბავთან რა შუაშია ივანიშვილი, ჩემი მოძღვარის ქმედებებზე მე ხომ არა ვარ პასუხისმგებელი? და მეორეც - აგერ კვესიტაძე ამბობს, სისტემატურად მატყობინებდა რა ხდებოდა საპატრიარქოშიო და ეტყობა იქიდანაც გამოჰქონდა და კვესიტაძესთAნ და მისთანებთან ამბები - არაა გამორიცხული, ამის გახმოვანებით დაემუქრნენ და რაც განაცხადა, სიცრუეა და შანტაჟის გამო განაცხადა...გამორიცხავთ ასეთ კავშირს?
გია
29 ოქტომბერი 2019 11:33
ნუ შეგყავთ ხალხი სეცდომაში : იაკობი არასოდეს ყოფილა ივანიშვილის მოძღვარი!

პირიქით: ჭორვილელი წმინდანი გახლდათ იაკობის მოძღვარი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები