"მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო" - კვირის პალიტრა

"მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო"

მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესლიამ, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადება არ არის გასაუბრალოებელი.

"საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფრმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა", -განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თავად პატრიარქი რას გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ფორმატში იმსჯელებს.

"ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ვერ დარჩება ღია, რადგან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქისთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

იხილეთ ასევე: "მეუფე იაკობს ჰყავდა ლობი "ოცნების" ერთ-ერთ შტოში. მოსაყდრეობას ჰპირდებოდნენ, ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს შური იძიოს"