"მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა" - კვირის პალიტრა

"მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა"

მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგადად მისთვის გაუგებარია ტერმინი პატრიარქის გადაყენება.

"თუ ვინმეს არ მოსწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კანონმდებლობით დარეგულირებულია. მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი მისია აქვს ისტორიულად ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის და განვითარების პროცესში. ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც. თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? ამას იმიტომ გეკითხებით, რო მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება და საერთოდ პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლე ჰქონდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

იხილეთ ასევე: მეუფე იაკობი: "ქორეპისკოპოსობიდან გადავდექი"

"ინტერპრესნიუსი"