"ცნობილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ცნობილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით"

ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა ხდება “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს არის რეალობა, - ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რითაც საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საპატრიარქოზე თავდასხმის მცდელობებმა ყველზე საშიში ფორმა “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მიიღო.

"მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ წინა და ამ ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოზე და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ვხედავდით. ამან ყველაზე საშიში ფორმა “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მიიღო. ეს არის ნათელი. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. რა მდგომარეობაში მოხდა, ვინ უთხრა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის ცნობილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის მიმართ გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ცნობილი, ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა ეს დაადასტურა. ამიტომ, არ შევალ ამ დეტალებში. მე მოვითხოვე, როცა ასეთი რამ ხდება ნორმალურ ქვეყანაში და პროკურატურაში გამოძიების საგანი უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები. ყველაზე საშიში ფორმა, ყველზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა ხდება “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს არის რეალობა”,-განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"