მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა.

"ლელოს" ახალი წევრები არიან: თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებების ლიგის" პრეზიდენტი; გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი; მარინა მამუჩაშვილი- ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი; გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი;

ალექსანდრე ჩუბინიძე- არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; თამარ ბუაძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი; თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული კინოს ასოციაციის" ხელმძღვანელი;

ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი; მამუკა მახარაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; ნუკრი ტატიშვილი - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფ მზარეული; თამარ ჭალაგანიძე- კომუნიკაციების სპეციალისტი.

"ინტერპრესნიუსი"