"დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს" - რას წერს ამერიკული ჟურნალი?
05-11-2019
"დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს" - რას წერს ამერიკული ჟურნალი?
აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალში "Washington Examiner" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს", რომლის ავტორიც ტომ როგანია.  სტატიაში ვკითხულობთ:

"გასულ ოთხშაბათს ქართველ ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კავკასიის რეგიონში მდებარე ამ პატარა ქვეყანას უნდა ეწვიოს.
პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, გულთბილად მიიღებენ.

დონალდ ტრამპმა ხომ თავისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, რაც ბარაკ ობამამ რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო: მან ნება დართო საქართველოს, რომ
უკიდურესად საჭირო მაღალი სიზუსტის მქონე ამერიკული სამხედრო იარაღი შეეძინა. როცა მე საქართველოს პარლამენტის მაღალჩინოსანს, დეპუტატ გიგა ბოკერიას ვკითხე - რა სურთ ქართველებს ამერიკისგან-მეთქი, მან ერთმნიშვნელოვნად მიპასუხა: მეტი სოლიდარობა. მართალია, გიგა ბოკერია და მისი კოლეგები მადლობელნი არიან დონალდ ტრამპის მუდმივი მხარდაჭერისა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ისინი
სულ უფრო მზარდ გამოწვევებს და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხრიდან. ხელში ჩაიგდო რა საქართველოს ორი რეგიონი 2008 წლის ომის შედეგად, პუტინის რუსეთი აძლიერებს ზეწოლას იმ ტერიტორიის მიმართაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

მოსკოვის ასეთი ქმედება, გარკვეულწილად, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთს საქართველოში "შესაძლებლობების გაფართოების" შანსი გაუჩნდა. ქვეყნის დღევანდელი მთავრობა, რომელსაც კულისებიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, სულ უფრო ხშირად ხუჭავს თვალს რუსეთის აგრესიის მიმართ. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი თვლის, რაც უფრო მეტად გააძლიერებს იგი ზეწოლას საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.

ეს გარემოება ისევ დონალდ ტრამპთან გვაბრუნებს. მისი ვიზიტი საქართველოში იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ამერიკა დემოკრატიაში ლიდერია. დონალდ ტრამპმა საქართველოში ყოფნისას რუსეთის თემას გვერდი რომც აუაროს, მისი იქ ვიზიტი 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ერისათვის წამახალისებელი იქნებოდა და აჩვენებდა იმას, თუ როგორ ზრუნავს თავისუფალი სამყაროს ლიდერი საქართველოს მომავალზე. და ეს ნებას მისცემდა აშშ-ის პრეზიდენტს აჩვენოს, იმპიჩმენტთან დაკავშირებული ისტორიის მიუხედავად, რომ ამერიკა კვლავ რჩება უდიდეს დემოკრატიულ ძალად მთელ მსოფლიოში". წყარო

Washington Examiner - აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდის ვაშინგტონში, ორიენტირებულია რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ მკითხველებზე. ტირაჟი - 50 ათასამდე ეგზემპლარი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ნინო
05 ნოემბერი 2019 16:56
ვის რაში სჭირდება მაგის ჩამოსვლა. რომ წავა ალბათ წყალს და გაურკვეველი წარმომავლობის საკვებია ნ პაკეტებს დატოვებს. როგორც 2008 ში გააკეთეს ძაღლებს, რომ დავუყარეთ და არც გაეკარნენ. ამერიკაზე დიდი ოკუპანტი მსოფლიოს არ ჰყავს.
ჟორა
05 ნოემბერი 2019 16:43
მედეას
ნამდვილად უნდა ჩამოვიდეს,თანაც ხმები გავრცელდა რომ " პარაგრაფის" და წყალტუბოს შეძენას შესძლებს იაფად (ასე თქვა მამამარჩენალმა) და აბა რა გააჩერებს ამერიკაში? ისე, სანამ დაწერთ კომენტარებს,ჯერ ბატონ კოკას გამოართვით ნებართვა, თორემ თქვენი და პარტიის ხაზი ნამდვილად არ ჯდება თანხვედრაში.ისინი მოსკოვს ეპატიჟებიან თქვენ კი ტრამპს ელოდებით.
ზურაბ
05 ნოემბერი 2019 16:36
ბოკერიას არ ჰკითხეს,რუსეთმა ორი რეგიონი რომ წაიღო და უზარმაზარი იარაღი უბრძოლველად ჩაიგდო ხელში,წაგებული ომის შემდეგ,თავდაცვის მინისტრი მილიარდერი რომ გახდა, შენ უშიშრების საბჭოს მდივანი ხომ არ იყავი? არაფერი არ გევალებოდა საერთოდ.

div>
რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?