"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ"
"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ"
კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი "სამხრეთ ოსეთის" თვითიზოლაციას".

როგორც ელჩის განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთისას შექმნილი პრობლემებით, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ. "ბორდერიზაციის" ჰუმანიტარული შედეგები.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ. ბორდერიზაციის ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა,
პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები