"საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!"
"საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!"
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პირველი და უმთავრესი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა - ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა.

გოტმიოლერმა დამსწრეებს ბრიუსელიდან მიმართა და ისაუბრა ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე.

"სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის
წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის.

ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას
ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას", - განაცხადა გოტმიოლერმა.

ვიდეომიმართვაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ და როგორც აღნიშნა, მისი მიღებიდან 5 წლის შემდეგ სახეზეა შესანიშნავ წარმატება.

"ამჯერად, თანამშრომლობის ამ უმთავრესი ინსტრუმენტის განახლებასა და გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა SNGP კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმი გავხადოთ როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში! საქართველო ნატო-ში მეტად არის წარმოდგენილი დიალოგის, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მეშვეობით, ხოლო ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნის ათეულობით ექსპერტი იმყოფება საქართველოში ან ხშირად სტუმრობს საქართველოს და მუშაობს ისეთ კონკრეტული პროექტებზე, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია და სხვა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია. თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი", - აღნიშნა გოტმიოლერმა.

მანვე ასევე ისაუბრა ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ბათუმში.

"ეს იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას.

Bubu
08 ნოემბერი 2019 10:45
ნატო-ს წევრი თუარა შმატოსი მაინც გავხდებით
ინკვიზიტორი
07 ნოემბერი 2019 19:14
მე თქენ სუყველას თითო მილიონ დოლარს დაგირიგებთ, ოღონდ როცა შეატყობ, რომ მზადა ხართ ფულის მისაღებად.
G.A.L.
07 ნოემბერი 2019 17:37
Miss Ann, jeims bondi sad dakarget? P.S. qartvelebi dachqarebuli tempit ukve vxdebit NATO-s cevrebi Evropis sxvadasxva qveynebisa da chveni sasiqadulo mtarobebis meshveobit. cota xanshi yvela qartveli mad viqnebit, tu ase gaatrdzelebt chvens gamxnevebas. dgrchebat mxolod teritoriis mierteba, imasac tu moascrebt. P.P.S. ace viro gazafxulze ionja iqneba!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა