"მიზეზი არის პირადი" - რატომ ტოვებს თანამდებობას განათლების მინისტრი? - კვირის პალიტრა

"მიზეზი არის პირადი" - რატომ ტოვებს თანამდებობას განათლების მინისტრი?

ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა მიხილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ის აფასებს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"