"მიზეზი არის პირადი" - რატომ ტოვებს თანამდებობას განათლების მინისტრი?
"მიზეზი არის პირადი" - რატომ ტოვებს თანამდებობას განათლების მინისტრი?
ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა მიხილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ის აფასებს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი
პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
ინკვიზიტორი
07 ნოემბერი 2019 19:17
აბა მე რავი რათა სტოვებს? ალბათ განათლების მისაღებად მიდის სადმე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა