"შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლება, უცვლელი დარჩა სისტემა. ნათელია, რომ "ქართული ოცნებისთვის" 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა"
"შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლება, უცვლელი დარჩა სისტემა. ნათელია, რომ "ქართული ოცნებისთვის" 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა"
გვახსოვს 7 ნოემბერი და სოლიდარობას ვუცხადებთ ამ დღის ყველა დაზარალებულს, - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელიც მოძრაობა "ლელოს" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ სწორედ 7 ნოემბერი გახდა მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ყოფილ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

"სამწუხაროდ, მას შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლება და უცვლელი დარჩა სისტემა. დღეს უკვე ნათელია, რომ "ქართული ოცნებისთვის" 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა და ის მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობაა. სამწუხ
აროდ, ძალადობრივი სისტემა არ დანგრეულა. ამის ყველაზე ცხადი გამოხატულება 20-21 ივნისის მოვლენებია, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანების ჯანმრთელობასა და ღირსებაზე. ჩვენი მთავარი გამოწვევების რიცხვში კვლავ დგას ძალადობრივი სამართალდამცავი სისტემა, მიკერძოებული მართლმსაჯულება, უპასუხისმგებლო და არაანგარიშვალდებული ხელისუფლება. ამ მოცემულობაში ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ 2020 წელს ჩვენი მიზანი არამხოლოდ არსებული ხელისუფლების
შეცვლა, არამედ სისტემური ცვლილებების განხორციელებაა. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ეკონომიკური წინსვლა მიუღწეველ ამოცანად დარჩება, თუ არ მოხდება სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება.

ჩვენ ერთად შევცვლით ამ მოცემულობას იმისათვის, რომ 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენები აღარასდროს განმეორდეს", - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში

"ინტერპრესნიუსი"


მიშა
08 ნოემბერი 2019 19:55
მე ვერ დავაბრუნებინე
დამდგარხარ და ებლაყუნები
07 ნოემბერი 2019 20:28
აპარატებს მიხედე ხალხის ფულს რომ ყლაპავს. მე ორი ლარი ძალით დავაბრუნებინე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები