ე.წ.სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრს" დიმიტრი მედოევს უარი უთხრეს ავსტრიის ქალაქ რაიხენაუში კვლევითი ჯგუფის სემინარში მონაწილეობაზე, რომლის სახელწოდებაა "რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში", რომელიც 7-10 ნოემბერს იმართება. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების ვებგვერდი იუწყება.ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო.სემინარზე საუბარი უნდა ყოფილიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღზე. დაგეგმილი იყო მედოევის მოხსენება თემაზე: „სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობები"."ინტერპრესნიუსი"