ე.წ.სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი" ავსტრიაში არ შეუშვეს - კვირის პალიტრა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი" ავსტრიაში არ შეუშვეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრს" დიმიტრი მედოევს უარი უთხრეს ავსტრიის ქალაქ რაიხენაუში კვლევითი ჯგუფის სემინარში მონაწილეობაზე, რომლის სახელწოდებაა "რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში", რომელიც 7-10 ნოემბერს იმართება. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების ვებგვერდი იუწყება.

ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო.

სემინარზე საუბარი უნდა ყოფილიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღზე. დაგეგმილი იყო მედოევის მოხსენება თემაზე: „სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობები".

"ინტერპრესნიუსი"