"რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში" - რას პასუხობენ ტომ როგანს საქართველოდან?
"რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში" - რას პასუხობენ ტომ როგანს საქართველოდან?
ამერიკული გამოცემა "Washington Examiner-ი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის წერილს, სახელწოდებით: "რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში" აქვეყნებს, რომლიც პასუხია ამავე გამოცემაში, ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილზე, სათაურით: "დონალდ ტრამპი საქართველოში უნდა ჩავიდეს", რომლის ავტორიც ტომ როგანია. მასში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ავტორი ქართველ ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან, კერძოდ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან  შეხვედრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს, ანუ მინიშნება იყო იმაზე,  საქართველო ამ ხელისუფლების
პირობებში ისევ რუსეთის გავლენის სფეროში შეიძლება მოექცეს და ტრამპის ვიზიტი ამას შეაჩერებსო...

თამარ ჩუგოშვილი საპასუხო წერილში ვრცლად საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო
დახვდება.

ჩუგოშვილი ჟურნალისტ ტომ როგანის მოსაზრებას, რომ საქართველოში რუსეთს "ახალი შესაძლებლობები აქვს"აკრიტიკებს და აცხადებს: "ტრამპი საქართველოში იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში". ამასთანავე, ჩუგოშვილი იზიარებს როგანის რჩევას პრეზიდენტისადმი, რომ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

"ის აღფრთოვანდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით, სადაც ყოველი გლობალური ინდექსი ქართული ბიზნესის დემოკრატიულ ღიაობასა და მეგობრულ განწყობაზე მიუთითებს. საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ინარჩუნებს ნატო-ს წევრობის კანდიდატობას. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ოპოზიციის საუბარი, რომ რუსეთი გარკვეულწილად იბრუნებს გავლენებს საქართველოში არალოგიკური და უსაფუძვლოა", - აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატი რუსულ ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, მაშინ როცა სათავეში ამჟამინდელი ოპოზიცია იყო. წყარო

irakli
08 ნოემბერი 2019 22:32
სინამდვილეში დახვდება "დაქოცნაცებული" საქართველო...
)))))
08 ნოემბერი 2019 16:47
პასუხი საქართველოდან 2019 ანიკდოტია ჩაგეთვალათ :)))))))))))))))))
ddgfdf
08 ნოემბერი 2019 16:32
ქართვეი ჯარისკაცები არ იმრძოდნენ, მშვიდობას ამყარებდნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები