რატომ მიიტანა რომან გოცირიძემ ხინკალი პარლამენტში? - კვირის პალიტრა

რატომ მიიტანა რომან გოცირიძემ ხინკალი პარლამენტში?

თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე",- განაცხადა გოცირიძემ.