რატომ მიიტანა რომან გოცირიძემ ხინკალი პარლამენტში?
08-11-2019
რატომ მიიტანა რომან გოცირიძემ ხინკალი პარლამენტში?
თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო.
რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე",- განაცხადა გოცირიძემ.
უდიპლომო სასიძო!
10 ნოემბერი 2019 12:13
თავის მოჭრაა, რაც საქართველოში ხდება. წარმოიდგინეთ, უდიპლომო, უცოდინარი, რომ ამხელა ბარიერს გადალახავს. ბარიერი კი, დასავლეთში მიღებული დიპლომიანებია, ან წარსული, 30 წლის უკან, მიღებული დიპლომიანები. არ მიმტკიცოთ, არაო!
ქაბაბი.
10 ნოემბერი 2019 12:03
ისედაც დამწვარი, პირი არ დაგეწვას ბიჭოოოო! კაცია თუ პროვო-კაცია?
Lizi
08 ნოემბერი 2019 21:05
Gaamos roman :)
Agfrtovanebuli var tadumazis “migcevebit” ver carmovidgendi tu nayidi diplomit ase shors casvla iyo shesazlebeli :)
Saqartvelo martlac yofila - The land of opportunities :)

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?