"ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა - ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა" - კვირის პალიტრა

"ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა - ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა"

ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე ამ ძალადობის, როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განაცხადებას.

"ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის გია ვოლსკის რეაქცია, არის დასტური იმის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ხალხი თითქმის ერთსულ და ერთხორც არიან: ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა - ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა და რომელიც გაათავხედა ყველა ერთად ივანიშვილმა. ეს მორიგი სიცრუეა, თითქოს მე ვუკრძალავდე ვინმეს, რომ თუნდაც ჩემთვის მიუღებელი და თუნდაც შავრაზმული იდეები ჰქონდეთ. აქ გათავხედება იგულისხმება, რომ გათავხედება იყო მათი დაუსჯელობა ძალადობისთვის და ძალადობისკენ მოწოდებისთვის ახლაც და წარსულშიც. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომ ეს პროპუტინული ჯგუფები არიან მათი მოკავშირეები. ყველა ვინც ძალადობს თავის მოქალაქეებზე, მათი ნებისმიერი შეხედულებების გამო და ყველა ვინც ქადაგებს, რომ თავისუფლება არის შეუთავსებელი ჩვენს ტრადიციებთან და არ შეიძლება, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები მსოფლმხედველობით იყვნენ და უნდა იძალადონ სხვებზ, სადაც გაუვათ, არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი. იმიტომ, რომ პუტინის გზავნილს ატარებს და არის ჩვენი ქვეყნის შიგნით ინდივიდუალური თავისუფლების მტერი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება და ნებისმიერი პირი, რომელიც მომავალში ძალადობისკენ მოწოდებას გააკეთებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

"თავხედობა არის, როდესაც დღეს, ამდენი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ამ ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ, ამ რეჟიმის მსახური, ცეკას ინსტრუქტორი დღეს არის მმართველი გუნდის ლიდერი და თავხედობა ივანიშვილის მხრიდან იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც თვითონ ვერ წამოიწეოდნენ, რომ არა ივანიშვილი და მისი ძალაუფლება. ასეთი მცირე ჯგუფი მოძალადე ადამიანების ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს ვინც მიდიან კინოში. ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კი არ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა! უბრალოდ, გამშველებლების როლში ამყოფებენ და მათ შორის ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი ზოგჯერ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი, ვინც ახლა ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა, თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს"- დასძინა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"