"მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი, როდესაც შევამჩნიე, რომ საქართველოში განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი..."
"მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი, როდესაც შევამჩნიე, რომ საქართველოში განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი..."
"განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ. განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა," - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ შენიშნა ამ სფეროში არსებული ხარვეზები.

"მე ჯერ კიდევ მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი, როდესაც საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება. შევამჩნიე, რომ განათლების დონე
და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი და ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია.

მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს შეშფოთებულმა მოვუყევი და წერილიც გავამზადე. ერთი ჩემი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, "ახალგაზრდა კომუნისტი" იყო მაშინ და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე. გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი
იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო. ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ მაშინ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ქართველებს შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, არამედ ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი
. მახსოვს, "ახალგაზრდა კომუნისტში" წერილი მივიტანე, არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი. შესაბამისად, ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. ეს იყო მემგონი 1992 წელი. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით, " - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ უნივერსიტეტის გახსნა არამხოლოდ ქუთაისს, არამედ დასავლეთსაც გამოაცოცხლებს.

"ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. ძირითადად თბილისშია უმაღლესი სასწავლებლები და ამ ფონზე დასავლეთსა და აღმოსავლეთში სტუდენტების გაყოფა და გადახარისხებაც კი მოხდება. ამდენად, არამხოლოდ ქუთაისს, არამედ დასავლეთსაც გამოაცოცხლებს. ეს უნივერსიტეტი მხოლოდ ნაწილი იქნება იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აპირებს. იცით, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ბიუჯეტის 25%. შეგვიძლია, რომ 8 წელში პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ. თუ ამხელა სახსრებს დავხარჯავთ, შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. განათლებული და წარმატებული ქვეყნების წიგში ჩავეწერებით," - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

?
10 ნოემბერი 2019 09:40
შვილო, ზურაბი, სადამდე...
გაგრძელება....
09 ნოემბერი 2019 20:15
სწავლა - განათლება ოჯახიდან, აკვნიდან იწყება. დღეს საქართველოში ოჯახის მცნება ნულამდეა დასული, ოჯახების 80% დანგრეულია. შესაბამისად, აღზრდა - განთლებაც. ესეც მოქმედებს განათლების ხარისხზე. ისე, რომ ხალხი ყველაფერს შესანიშნავად ხედავს.
საქართველოსა და რუსეთის, ყოფილი ორმაგი სტუდენტი.
09 ნოემბერი 2019 20:05
ვისაც სწავლა უნდოდა, აქაც სწავლობდა და რუსეთშიც. მე მინახავს, ბევრი, ქართველი სტუდენტი, რუსეთში რომ არ სწავლობდა. საქართველოში სწავლა დამთავრდა 60-იან წლებში, როდესაც შევარდნაძემ მთელი ახალგაზრდობა ნემსზე შესვა და 90-იან წლებამდე, ნულზე დაიყვანა განათლება. ამის შემდეგ, ქვეყანას განათლება არ უნახავს, ან როგორ ნახავდა, ბედოვლათი პოლიტიკითა და სამარცხვინო მინისტრებით. ასე, რომ ბატონო ბიძინა, მეტი სიღრმისეულად უნდა შეისწავლოთ, განათლების უახლესი ისტორია საქართველოში. ქვეყნის წყობას განათლებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. განათლების სისტემას უნდა, სახელმწიფოს მხრიდან, ხელის შეწყობა, სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით და არა ნგრევა. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები