"შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათხოვარით..." - რა გაუხსენა და როგორ მიმართა ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათხოვარით..." - რა გაუხსენა და როგორ მიმართა ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს?

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის მერეც ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს ამ ქვეყნის მმართველი" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თავის მხარდამჭერებთან მიმართვის დროს განაცხადა.

მანვე გაიხსენა გასულ წელს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

"ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ჩემი აზრით, ბიძინას აღარ აქვს იყოს საქართველოს მმართველი. ამ შეუარცხყოფის  გამო მოვუწოდებ მას, წავიდეს პოლიტიკიდან და აღარ იყოს არა მარტო არაფორმალური მმართველი საქართველოსი, არამედ აღარ იყოს არანირი მმართველი საქართველოსი, იმიტომ, რომ მან გადაკვეთა ხაზი რომლის იქითაც მას ამისი მორლაური უფლება არ აქვს.

მინდა ვუთხრა მას აქედან, ბიძინა მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათქმელით, რაღაცა სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი ჩვენში შედგა და მერე შენივე წინადადებით ეს საუბარი გაგრძელდა შენთან სახლში იმავე თვეში, დიდ მარხვაში და ამასაც ვაცხადებ საჯაროდ მოხლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით რომ ამ საუბარს არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს არ ვიცი რანაირად, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში, მე და შენ ვკითხეთ ერთმანეთს ვისი ბრალი იყო ეს, ორივემ ვთქვით, რომ პირობა არ დაგვირღვევია, მაგრამ ეს საჯარო ფაქტი არის და იმიტომ, რომ ეს ფაქტი ცნობილია, მე ახლა ამ შეხვედრების შინაარს რა თქმა უნდა არასოდოეს გავასაჯაროებ და მე ჩვენი საუბრები არ ჩამიწეირა იმიტომ, რომ სტუმარი ღვთისაა და იმედი მაქვს, შენც ასე მოიქეცი, სიკვდილის კუბომდე მივიტან ამ საუბრის შინაარს ისევე როგორც ყველა კაცური პირისპირ საუბრის შინაარს, რადგან პატივს ვცემ კოდექს, რომელშიც გავიზარდე.

მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოები, გულწრფელად, საჯაროდ  გეუბნები, რომ შენ აღარ აგაქვს უფლება საქართველოს ხელმძღვანელობისა, მას მერე, რაც შენი ხელმძღვანელობით მოხდა თბილისში, ამიტომ წადი ბიძინა პოლიტიკიდან. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, იყავი ქველმოქმედი კაცი, აკეთე ის მილიონი კეთილი საქმე, რისთვისაც მადლობლები ვართ, მაგრამ ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რამე მოხდება, აღარ უნდა იყოს მმართველი ქვეყნისა, ამიტომ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობიდან, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უნდა გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვინც მიიღებს დემოკრატიული გზით ხმათა უმრავლესობით", - განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში.