"გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ"
"გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ"
"ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე იხმარა ძალიან უხეში ძალა," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ვერის ბაღში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, გუშინ "ქართული მარშის" წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

"ჩემი აზრით, გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ უსამარცხვინოესი ფილმის ჩვენება, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემრყვნელი აქტის ქართველ ერში მშვიდობიანად ჩატარება შეუძლებელია.
მთელი მსოფლიო უცქერდა თუ როგორ ერთიანად, მედგრად და მტკიცედ აპროტესტებდა უამრავი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმ უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე გამოიყენა ძალიან უხეში ძალა და ჩვენ ფიზიკურად ეს ვერ შევძელით. გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს
ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

leva
10 ნოემბერი 2019 15:34
თვითონ "ნაზად" უნდა გაეწია პოლიცია და მაყურებლები კინოთეატრიდან და ამ დროს იმ "სატნებმა იხმარეს ბრუტალური ძალა"...რა მძლავრად აკლია ამ "რელიგიურს" ამასა..ჰაა..:)))))))))))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?