"გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ" - კვირის პალიტრა

"გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ"

"ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე იხმარა ძალიან უხეში ძალა," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ვერის ბაღში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, გუშინ "ქართული მარშის" წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

"ჩემი აზრით, გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ უსამარცხვინოესი ფილმის ჩვენება, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემრყვნელი აქტის ქართველ ერში მშვიდობიანად ჩატარება შეუძლებელია. მთელი მსოფლიო უცქერდა თუ როგორ ერთიანად, მედგრად და მტკიცედ აპროტესტებდა უამრავი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმ უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე გამოიყენა ძალიან უხეში ძალა და ჩვენ ფიზიკურად ეს ვერ შევძელით. გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ასევე: "შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათხოვარით..." - რა გაუხსენა და როგორ მიმართა ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს?

"ინტერპრესნიუსი"