"არანაირი ფარული გარიგება" - როგორ ეხმაურებიან "ქართული ოცნების" ლიდერები ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"არანაირი ფარული გარიგება" - როგორ ეხმაურებიან "ქართული ოცნების" ლიდერები ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თავის მხარდამჭერებთან მიმართვის დროს განაცხადა, რომ  გასულ წელს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. თუ რაზე ისაუბრეს ლევან ვასაძემ და "ქართული ოცნების"თავჯდომარემ შეხვედრაზე, ბიზნესმენმა დეტალებზე საუბარს თავი აარიდა, თუმცა გარკვეული მინიშნებები გააკეთა. მისი განცახდებით, ბიძინა ივანიშვილს უფლება არ აქვს  საქართველოს უხელმძღვანელოს.

ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცახდებას გამოუხმაურნენ "ქართული ოცნების ლიდერები: პარლამეტის თავჯდომარე აცხდებს, რომ ის ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"აბსურდულია, არანაირი ფარული გარიგება. "ქართულ ოცნებას"აქვს ერთადერთი შეთანხმება საზოგადოებასთან, თავის ამომრჩეველთან. ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, ბიზნესმენს, მედიას ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი!",- დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა შეხვედრა შედგა, თუმცა მისივე შეფასებით, "კონსპირაციაზე მინიშნება ღირსეული განცხადება არ არის“.

"ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს",-აცხადებს ვოლკსი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია.

"თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქობთ, რომ მაინცადამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ",-განაცხადა ვოლკსიმ

"შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათხოვარით..." - რა გაუხსენა და როგორ მიმართა ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს?

"ინტერპრესნიუსი"