"ივანიშვილმა გვითხრა, მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა გვითხრა, მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო"

"იმდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა ეკლესიაში, მთავრობასა თუ საზოგადოებაში, ადამიანმა რომ არ იფიქროს რიგგარეშე არჩევნებზე, უბრალოდ, გამორიცხულია", - განაცხადა "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წელიწადი გავიდა, რა მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში?

- წელიწად-ნახევრის წინ მან თქვა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ვინაიდან ქვეყნისთვის სერიოზული ხიფათები დაინახა. ამის შემდეგ ნახევარი წელი იყო გასული, როდესაც გვითხრა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ხიფათის წინაშე დადგა და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელი შეეშალოს, ამიტომ მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო - ანუ მეორედ მოსვლიდან 6 თვის თავზე პოზიტიური შედეგის ნაცვლად, კატასტროფული შედეგი მიიღო და ერთი წლის წინანდელი განცხადებების გაკეთება დასჭირდა. შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და მივიღეთ ახალი პრობლემები, დაკავშირებული ხან ანაკლიის და ხან პანკისის საკითხებთან. ამას მოჰყვა პრემიერის წასვლა, რომელმაც თქვა, განვითარების ჩარჩო დავტოვეო. როგორც ჩანს, დანარჩენი მთავრობა იმდენად ჩამორჩება ბახტაძის სტანდარტებს და შესაძლებლობებს, რომ მისი დანატოვარი ყველა გეგმის განხორციელებაც ვერ მოახერხა გახარიამ. იყო ასევე 20 ივნისის კრიზისი, ლარის კურსის დაცემა, სასამართლოს სკანდალი და "ოცნებიდან" წევრების წასვლა. ამ ყველაფერში რამე არის პოზიტიური და ვერ ვამჩნევთ?

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად