"როცა ოქრუაშვილი ციხეშია, მელიას აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ვასაძეს და შავრაზმელების მთელ ბანდას" - კვირის პალიტრა

"როცა ოქრუაშვილი ციხეშია, მელიას აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ვასაძეს და შავრაზმელების მთელ ბანდას"

თავისუფლების მტრები დღესაც ღიად არიან შეკრული ივანიშვილის ხელისუფლებასთან და ეს პირველ რიგში, გამოიხატება ძალადობისთვის დაუსჯელობით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხალხს, რომელიც ძალადობას აორგანიზებს და მოქალაქეებს თავს ესხმის, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს.

"დღეს, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია და ნიკა მელიას სამართლებრივად აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ხალხს, რომელიც ღიად მოუწოდებს ძალადობისკენ, თავს ესხმის მოქალაქეებს, აორგანიზებს ძალადობას. ეს ხალხია ვასაძე და შავრაზმელების მთელი ბანდა, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს თავისი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. უმრავლეს საკითხებში ხელისუფლება და ეს ადამიანები ერთ სულ და ერთ ხორც არიან. ჩვენ ისინი ერთად უნდა დავამარცხოთ," - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"