"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს" - რომელ დეპუტატს მიმართა გედევან ფოფხაძემ?
12-11-2019
თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.

მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა.

ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.

"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს", - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის
პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

სერგი
12 ნოემბერი 2019 14:14
უმადურება ყველაზე დიდი ცოდვაა ბატონო გედი.გული მწყდება თქვენი ასეთი ქმედების გამო.შეიძლება არ ეთანხმებოდე მაგრამ ნაციონალების ნარატივის გატარება არ გეკადრებათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები