"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს" - რომელ დეპუტატს მიმართა გედევან ფოფხაძემ? - კვირის პალიტრა

"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს" - რომელ დეპუტატს მიმართა გედევან ფოფხაძემ?

თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.

მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა.

ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.

"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს", - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"