ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის წევრს - მართლა ნაძირალა! შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე - კვირის პალიტრა

ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის წევრს - მართლა ნაძირალა! შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე

საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვით გამოსვლას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

"ვინ დგას ბიჭო მაგის გვერდზე, შე მართლა ნაძირალა? შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე", - ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნების" წევრ კობა ლურსმანაშვილს.

ურთიერთშელაპარაკება ლევან გოგიჩაიშვილის მწვავე განცხადებებს მოჰყვა. გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის წევრები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

"ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს -ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანი დაფაცურდება და გაიქცევა, არ გრცხვენიათ ?"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც მიმართა და ჰკითხა, შერცხვა თუ არა საპატრიარქოსი, როდესაც პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის კანონს ლობირებდა.

"თქვენ სისტემა ხართ. ესეც სისტემა იყო. ამათმა აწამეს ეს ხალხი. ზუსტად იმ ხალხზე აპირებთ ახლა თქვენ ხელისუფლება დააშენოთ, ვინც აწამებდა. ალანია გახადეთ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის კანდიდატი და უვადო მოსამართლე. იცი ვინ იყო ალანია? აი, მუხროვანის ბიჭები ტყუილად, 30 წლით ციხეში რომ დატოვა აი, ეგ ქალი იყო ალანია. ერთნაირები ხართ, იმიტომ რომ გინდათ ავტორიტარიზმი, გინდათ სასამართლოსთვის ბრძოლა, ყველაფერი გინდათ, თან ფულის შოვნაც გინდათ, ესეც გინდათ, ისიც გინდათ. არც ის შეიძლება, მთავარი პროკურორი რომ გამოდის და იძახის, დასაჭერი არ დავიჭირეთო. რატომ არ დაიჭირეთ დასაჭერები თუ იყვნენ? კეზერაშვილს რატომ მოუხსენით ყველა ბრალდება სასამართლოში, რატომ აძლევთ საშუალებას ტელევიზიები აფინანსოს ამ ქვეყანაში ადამიანმა, რომელიც გაქცეულია ან რატომ ლაპარაკობთ მაგიდასთან ჩუმად, ვითომ არ ლაპარაკობთ ამ ხალხთან. ეს არის ორმაგი სტანდარტი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"