"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - ჩხუბი პარლამენტში
12-11-2019
"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - ჩხუბი პარლამენტში
"ყვე­ლა წმინ­და სა­ლო­ცავს ვფი­ცა­ვარ, მო­გიტ... რო­ჟას" - ასე მი­მარ­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს დაჩი ბე­რა­ი­ას პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

მას შემ­დეგ რაც გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლა და­ას­რუ­ლა, ბე­რა­ი­ამ მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი რეპ­ლი­კა ის­რო­ლა, რა­საც ფო­ფხა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

კერ­ძოდ, ბე­რა­ი­ამ მას მი­მარ­თა, რომ იდე­ო­ლო­გი­ით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხა­რე­საა, რა­მაც ფო­ფხა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და დაჩი ბე­რა­ი­ას­თან სცა­და მის­ვლა, თუმ­ცა მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

„გა­მო­ვი­დეს გა­რეთ, ფე­ხებ­ზე მკი­დია. დავ­ბრი­დავ
მაგ ნა­ბიჭ­ვარს“, - აღ­ნიშ­ნა ფო­ფხა­ძემ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი კობა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლიც. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს "ჩირ­გვებ­ში და­მა­ლულს" უწო­დებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ­ში გა­და­ი­ზარ­და.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?